ტოტალიტარული წარსული

პრაღაში ევროპული ხსოვნის პლატფორმა დაარსდება

14 ოქტომბერს პრაღაში ხელი მოეწერება  ევროპის ხსოვნისა და სინდისის პლატფორმის შესახებ შეთანხმებას. ცერემონიას ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების (ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკია) პრემიერ-მინისტრები დაესწრებიან. ჩეხეთის რესპუბლიკა მსგავსი პლატფორმის შექმნას 2009 წლიდან უჭერს მხარს. ტოტალიტარული რეჟიმების შემსწავლელი ჩეხეთის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, დანიელ ჰერმანმის განცხადებით, პლატფორმა  გააერთიანებს ტოტალიტარული წარსულის შესახებ კვლევებს. მისივე თქმით, პირველი ერთობლივი პროექტი, შესაძლოა, ევროპის ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნა იყოს. ასევე იგეგმება წიგნის გამოცემა, რომელიც სახელმწიფოებს  ასწავლის, რა მოქმედებებია საჭირო ტოტალიტარული რეჟიმის დემოკრატიით ჩასანაცვლებლად.

პლატფორმის მთავარი ოფისი პრაღაში იქნება და მის ფარგლებში 13 ქვეყნის ცხრამეტი ინსტიტუცია ითანამშრომლებს. გარდა ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებისა, მას შეუერთდება ბალტიის ქვეყნების ორგანიზაციებიც (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა), ასევე ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვენია, ჰოლანდია და შვედეთი.

კომენტარები