დაიკავე უოლ სტრიტი

ამერიკაში გრძელდება ”დაიკავე უოლ სტრიტის” აქციები

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/occupy1.png##fbimage#
მოძრაობა “დაიკავე უოლ  სტრიტის”  საპროტესტო გამოსვლებს მხარდამჭერები შეემატნენ. დემონსტრანტებმა კარვების ქალაქი გაშალეს ნიუ იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის  მიმდებარე ტერიტორიაზე  და იქ ზამთრამდე დარჩენით დაიმუქრნენ.  გავრცელებული  ცნობებით,  ანალოგიური კარვების ქალაქი დაიდგა ლოს -ანჯელესშიც.   ამერიკელები გამოდიან   საბანკო პოლიტიკის  წინააღმდეგ და აპროტესტებენ  უმუშევრობის დონეს. ”დავიღალეთ   ამ საბანკო პოლიტიკით,  დავიღალეთ უმუშევრობით.  ჩვენ და ჩვენი მეგობრები ვკარგავთ ყველაფერს, სამუშაო  ადგილებს, საცხოვრებელს” - აცხადებენ  აქციებზე გამოსულები. ”დაიკავე უოლ სტრიტის” აქტივსიტები ნიუ იორკში  აქციებს 2 კვირაა მართავენ. ახლახან, ნიუ იორკის პოლიციის მიერ 700 მათგანი იქნა დაკავებული იმის გამო, რომ საპროტესტო მსვლელეობის დროს ბრუკლინის ხიდზე  საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. დაკავებულები მაშინ  ერთ საათში გაანთავისუფლეს. 

კომენტარები