ვარშავაში ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი გაიხსნება

”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი ვარშავაში დღეს საღამოს გაიხსნება. სამიტზე არ მიიწვიეს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკის გამო მას აკრძალული აქვს  ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა.  ”აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე” წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის ხელმძღვანელობა. პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან : საქართველო, აზერბაიჯანი. სომხეთი, უკარაინა, მოლდოვა, ბელარუსი (  სამიტზე მას პოლონეთში ამ ქვეყნის ელჩი წარმოადგენს) ვარშავის სამიტზე ყურადღება   გამახვილდება სამოქალაქო საზოგადოების  როლზე  ”აღმოსავლეთ პარტნიორობის”  ფარგლებში დასახული მიზნების  განხორციელებაში.  


კომენტარები