ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავეს პენტაგონის და კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი პირი, აშშ-ს 26 წლის მოქალაქე რეზვან ფერდაუსი .გავრცელებული ცნობებით, ის ასაფეთქებელი მასალით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატით აპირებდა ვაშინგტონში არსებული ორი შენობის აფეთქებას.ფერდაუსის დაკავება შესაძლებელი გახდა გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, რომლის ფარგლებშიც ბიუროს თანამშრომლებმა თავი ფერდაუსის მოკავშირეებად გაასაღეს და მას იარაღის შეძენაში დაეხმარნენ. პენტაგონსა და კაპიტოლიუმზე თავდასხმის მზადების გარდა დაკავებულს ბრალად ედება ალ-ყაიდასთვის ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდების მცდელობა , ერაყში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის მოსამაზადებლად. აშშ-ს სამართალდამცველების განმარტებით, ოპერაციის მიმდინარეობის პერიოდში ფერდაუსი საზოგადოებითვის საშიში არ იყო, რადგან ის მუდმივი თვალთვალის პირობებში მოქმედებდა.
აშშ-ს მოქალაქე პენტაგონის და კაპიტოლიუმის აფეთქებას აპირებდა
tbl.ge/13t4
დაკოპირდა




