#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/israelsuck.png##fbimage#
აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კონტრპროდუქტიული უწოდა ისრაელის გადაწყვეტილებას ააშენოს ახალი დასახლება აღმოსავლეთ იერუსალიმში. ჰილარი კლინტონის თქმით ,ეს ნაბიჯი არ წაადგება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომლისკენაც შეერთებული შტატები ისრაელს და პალესტინას მოუწოდებს. ისრაელის გადაწყვეტილება ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა. პალესტინელებმა მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად, სწორედ, იორდანეს მარცხენა სანაპიროზე ებრაელთა დასახლების გაფართოების შეჩერება დაასახელეს. გასულ კვირაში პალესტინის მეთაურმა გაეროს მიმართა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების ოფიციალური მოთხოვნით. აშშ-მ, ევროკავშირმა, რუსეთმა და გაერომ კი მხარეებს მოუწოდა დაიწყონ დიალოგი და არ გადადგან ისეთი ცალმხრივი ნაბიჯები, რომლებიც მოლაპარაკებების დაწყებას შეუშლის ხელს.
ჰილარი კლინტონი ისრაელს აკრიტიკებს
tbl.ge/g3s
დაკოპირდა




