პორტუგალიაში დააკავეს პირი , რომელიც აშშ-ს ერთ-ერთი ციხიდან 1970 წელს გაიქცა , გაქცევის შემდეგ გამოსასყიდის მიზნით სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა და ამერიკელ სამართალდამცველებს მთელი 41 წელი ემალებოდა.
ჯორჯ რაითი აშშ-ს ერთ-ერთ ციხეში სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა. 8 წლიანი პატიმრობის შემდეგ ის ციხიდან ოთხ პირთან ერთად გაიქცა და მიმალვაში მყოფმა , 1972 წელს , შეერთებულ შტატებში სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. რაითმა ,თავის დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად, თვითმფრინავის 86 მგზავრის გათავისუფლებისთვის მაშინ მილიონი დოლარი მოითხოვა. მძევალთა გადასარჩენად დამნაშავეებს ფული გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა გადასცეს. ამ მომენტში , დამნაშავეთა მოთხოვნით ისინი იძულებულნი გახდნენ დანიშნულების ადგილზე საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილები მისულიყვნენ, რათა ტანსაცმელში იარაღი ვერ დაემალათ. ყველაფერ ამის შემდეგ რაითი 68 წლის ასაკში , პორტუგალიელმა პოლიციელებმა აშშ-ს მოთხოვნით დააკავეს.
.