#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/gagaobama.png##fbimage#
ამერიკელი მომღერალი, 25 წლის სტეფანი გერმანოტა, იგივე ლედი გაგა ამერიკის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შეხვდა.
შეხვედრა კალიფორნიაში, შერილ სანდბერგის, Facebook-ის მთავარი ოპერაციული დირექტორის სახლში გაიმართა. 70 კაციანი წვეულება $35, 800 დაჯდა.
ლედი გაგა რამდენიმე დღის მანძილზე ითხოვდა პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრას, მიზეზი 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობა გახდა.
ამერიკელმა ბიჭმა თავი 18 სექტემბერს, დევნის ნიადაგზე მოიკლა, რის მიზეზადაც მისმა ახლობლებმა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო შევიწროვება, დაცინვა, დამცირება დაასახელეს.
სიკვდილის წინ ახალგაზრდამ, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დატოვა განცხადება, რომლითაც ყველას დაემშვიდობა.
ლედი გაგას ამ ფაქტთან დაკავშირებით აღშფოთება არ დაუმალავს: „დაშინება და დევნა უნდა აიკრძალოს, ეს ნამდვილად კრიმინალია! მე ვხვდები ჩვენს პრეზიდენტს, რათა გავესაუბრო ამ თემაზე, ეს უნდა აიკრძალოს, ჩვენ თაობას შესწევს ძალა აღკვეთოს დევნა.“
შეხვერდა ამერიკის პრეზიდენთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.





