წლის 1 ივლისს ხორვატია ევროკავშირის 28-ე სახელმწიფო გახდება. ამის შესახებ ხორვატიის ევროგაერთიანებაში გაწევრიანების ხელშეკრულებაშია ნათქვამი. საბოლოო ტექსტზე წევრი სახელმწიფოები 14 სექტემბერს ბრიუსელში შეთანხმდნენ. ხელშეკრულების საბოლოო გაფორმება მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ხორვატიამ 2003 წელს გააკეთა. ოფიციალური მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ 2005 წლიდან დაიწყო. თუმცა ხელჩასაჭიდ პროგრესს მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, 2009 წელს მიაღწიეს. მანამდე ევროინტეგრაციის პროცესს სლოვენია აფერხებდა.
მიზეზი ტერიტორიული პრობლემებია. ორივე სახელმწიფომ დამოუკიდებლობა იუგოსლავიის დაშლის შედეგად მოიპოვა, რამაც სასაზღვრო რეგიონებში უთანხმოებას ჩაუყარა საფუძველი. ამის გამო სლოვენიამ 2008 წელს 10 თვით დაბლოკა ევროკავშირ-ხორვატიის მოლაპარაკებათა პროცესი.
2009 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით შეთანხმდნენ, რომ დავას გაეროს საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტს მას შემდეგ, რაც ხორვატიასთან ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულება გაფორმდება.
ევროკავშირში გაწევრიანება არ ნიშნავს, რომ ხორვატია ავტომატურად შენგენის ზონის წევრი გახდება. შენგენი 25 სახელმწიფოს აერთიანებს, აქედან სამი – ნორვეგია, შვეიცარია და ისლანდია – არ შედის გაერთიანების შემადგენლობაში. მოლაპარაკებები ამ საკითხზე მოგვიანებით შედგება.
გაწევრიანების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 დღის განმავლობაში ხორვატიაში ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება – მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ევროკავშირის მოთხოვნა. სავარაუდოდ, რეფერენდუმის შედეგები მთავრობას პრობლემებს არ შეუქმნის, რადგან ევროინტეგრაციის იდეას ქვეყანაში მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. Ipsos Puls Agency-ს მიერ ჩატარებული უკანასკნელი კვლევის მონაცემებით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა გამოკითხულთა 52%, 38% – წინააღმდეგი, ხოლო 10%-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, მოქალაქეთა 82% რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად მზად არის.
მოვლენების ამ სცენარით განვითარება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს მმართველ პარტიას, ხორვატიის დემოკრატიულ თანამეგობრობასა და პრემიერ-მინისტრ იადრანკა კოსორს.
საპარლამენტო არჩევნები 4 დეკემბერსაა დანიშნული. ხორვატიული პრესის აზრით, შესაძლოა, გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 1 ან 2 დეკემბერს მოეწეროს.

რუმინეთისა და ბულგარეთისგან განსხვავებით, რომლებიც ევროკავშირში 2007 წელს გაწევრიანდნენ, ხორვატიისთვის მომზადებულ ხელშეკრულებაში განსაკუთრებული წინაპირობა არ არის შეტანილი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ეს ხორვატიის მიმართ განსაკუთრებული ნდობის გამოხატულებაა.