ნიუ იორკ თაიმსი პუტინზე, ბრეჟნევზე და სტალინზე

ნიუ იორკ თაიმსი ეხმაურება პუტინის გადაწყვეტილებას კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში . სტატიაში სათაურით ” პუტინი ისევ პრეზიდენტად” მოყვანილია   რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალჩინოსნის, ეპისკოპოს  ჩაპლინის სიტყვები, რომლითაც  ის  ედინაია რასიას ყრილობაზე გამოცხადებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:
”როდის მომხდარა რუსეთის ისტორიაში ასეთი მაღალი  სახელმწიფო ძალაუფლების გადაცემა ასე მშვიდობიანად? ასე ღირსეულ და მეგობრულ ატმოსფეროში? ეს ისეთი მიღწევაა რომლის გამოც უნდა შურდეთ არა მარტო ჩვენს წინაპრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ, არამედ მათ ვინც ცდილობს ჭკუა დაგვარიგოს.”
”პუტინი ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია” - წერს ნიუ იორკ თაიმსი და  განაგრძობს : ”ცხადია მარტის არჩევნებში მას სიმბოლური კონკურენტები ეყოლება. მით უფრო  ოპოზიციური პარტიების სრული იზოლაციის ფონზე. მედვედევის, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საპრეზიდენტო  ვადის 6 წლამდე გაზრდა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინს ამ თანამდებობაზე 12 წლით დარჩენა შეუძლია. თუკი ეს ასე მოხდება პუტინი გახდება რუსეთის ლიდერი, რომლის ქვეყნის სათავეში ყოფნაც საერთო ჯამში 24 წელს მიითვლის და ის ბრეჟნევს და სტალინს გაუტოლდება. პირველი ხელისუფლების სათავეში, ცივი ომის პიკში 18 წელს იყო, ხოლო მეორე ქვეყანას 30 წელი მართავდა. ”

კომენტარები