სირიის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ალ-რასტანი ტანკებიდან დაიბომბა. აქტივისტებისა და ადგილობრივების განცხადებით დაჭრილია სამი ადამიანი. აღნიშნული ქალაქი ჰომსის პროვინციაა და სწორედ იგი გახლდათ შვიდთვიანი კონფლიქტის მთავარი ეპიცენტრი. რეგიონში არმიას განდგომილები პრეზიდენტ, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის წინააღმდეგ გამოსულებს უჭერენ მხარს. გაეროს მონაცემებით, რეჟიმის სადამსჯელო ოპერაციებს 2 700-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
Reuters-ის ახალი ამბების სააგენტოს ადგილობრივებმა აცნობეს, რომ ქალაქის აღმოსავლეთით 60 ტანკი და იარაღით დატვირთული სატვირთოები არის განლაგებული. მოხდა რამდენიმე შეტაკება სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციის მომხრე ჯარისკაცებს შორის.
ასევე გავრცელდა ცნობები, რომ უშიშროების ძალებმა პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში 12 ადამიანის სიცოცლე იმსხვერპლეს.
აღსანიშნავია, რომ პრობლემატურია სირიაში მომხდარი მოვლენების მონიტორინგი და გავრცელებული ახალი ამბების გადამოწმება. საერთაშორისო ჟურნალისტებს სირიაში მუშაობა შეზღუდული აქვთ.
სირიის რეჟიმისთვის სანქციები უკვე დაწესებული აქვს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ვაშინგტონი გაეროს მოუწოდებს ქვეყანის წინააღმდეგ შეზღუდვები აამოქმედოს.
თავის მხრივ სირია ძალადობის გაჩაღებაში ,,ტერორისტებსა“ და ,,შეიარაღებულ დაჯგუფებებს“ ადანაშაულებს.