#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/sfdfdfd.png##fbimage#
საბერძნეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ათენში დემონსტრაციები ახალად შემოღებული ქონების გადასახადის გასაპროტესტებლად მოეწყო. გადასახადის გაზრდა ფინანსურ კრიზისს დაუკავშირდა. ათენის ქუჩებში გამოსულებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: ” ჩვენ არ გადავიხდით!” ბერძენ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება კვირას მოხდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან გადანაცვლება დააპირეს. გავრცელებული ცნობებით, პოლიციას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენება მას შემდეგ დასჭირდა, რაც პროტესტანტებმა პოლიციას ბოთლები დაუშინეს.
პოლიციის განცხადებით, მსხვერპლი არ არის და არ არიან არც დაშავებულები. 29-30 ივნისის ანალოგიურ შეტაკებებს პარლამენტის შენობასთან 100-მდე ადამიანის დაშავება მოყვა.




