გაეროს უშიშროების საბჭოში იწყება პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების შესახებ, პალესტინის ავტონომიის მოთხოვნის განხილვა. გავრცელებული ცნობებით, საკითხზე უშიშროების საბჭო გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში, ანდაც, რამდენიმე თვეში მიიღებს. აშშ-მ განაცხადა, რომ კენჭისყრის შემთხვევაში ისარგებლებს ვეტოს უფლებით. აშშ მიიჩნევს, რომ პალესტინის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ისრაელის და პალესტინის ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. საერთაშორისო შუამავლებმა ( აშშ, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო) მხარეებს მოუწოდეს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს. პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუკი ისრაელი მდინარე იორდანეს მარცხენა სანაპიროზე შეაჩერებს ებრაული დასახლების გაფართოებას. ისრაელმა პალესტინის ამ მოთხოვნას მიუღებელი უწოდა.
გაეროს უშიშროების საბჭო იწყებს პალესტინის მოთხოვნის განხილვას
tbl.ge/1q1u
დაკოპირდა




