საზოგადოებაში სამოქალაქო აქტიურობის ამაღლებისთვის და ასევე ახალგაზრდებში არჩევნების პოპულარიზებისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ინტერნეტ თამაშს იწყებს. ბაქრაძის Facebook-ის გვერდზე სპეციალური პროგრამა განთავსდება, სადაც მისი მეგობრები ვირტუალურ პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ. ნებისმიერ მსურველს შეეძლება თამაშში მონაწილეობა და შესაბამისად დარეგისტრირება, - ან როგორც ამომრჩეველად, ანაც პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატად. ამ უკანასკნელმა ქსელში საკუთარი პროგრამა უნდა წარადგინოს.
არჩეული ”პარლამენტის სპიკერი” დავით ბაქრაძესთან ერთად ერთ დღეს გაატარებს და ყველა ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება.
არჩეული ”პარლამენტის სპიკერი” დავით ბაქრაძესთან ერთად ერთ დღეს გაატარებს და ყველა ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება.




