იანვარ-აგვისტოში საქართველოში 1.793 მილიონი ტურისტი შემოვიდა

2011 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით საქართველოში 1.793 მილიონი ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43%-ით, ხოლო 2009 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 35%-ით მეტია. ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა 25.4% აზერბაიჯანსა და თურქეთზე მოდის, შესაბამისად 456.278 ათასი და 455.762 ათასი ადამიანი, მათ მოსდევს სომხეთი 24.9%-ით, ანუ 448.337 ათასი ადამიანით, შემდეგია რუსეთი - 9.8%-ით, ანუ 176.077 ათასი ადამიანით და უკრაინა - 2%-ით, ანუ 37.747 ათასი ადამიანით.   როგორც ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ ტურისტები წელს არამარტო აჭარის კურორტებით, არამედ სვანეთის, ანაკლიისა და კახეთის ტურისტული მარშრუტებითაც ინტერესდებოდნენ, რაც ტურისტულ მარშრუტებს შორის კონკურენციის ზრდას უწყობს ხელს.  

ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად ოქტომბრის ბოლოს დაიხურება. 

კომენტარები