დონალდ რამსფელდმა New York Times-ის გამოწერა გააუქმა

ორშაბათს, ამერიკის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, დონალდ რამსფელდმა, გაზეთ New York Times-ის გამოწერა გააუქმა. რამსფელდი სოციალურ ქსელ tweeter-ის პირად გვერდზე წერდა: ”ამ დილით, მას შემდეგ რაც წავიკითხე პოლ კრუგმანის ამაზრზენი ნაგლეჯი 9/11 -ის შესახებ, მე გავაუქმე ჩემი გამოწერა New York Times-ზე”

კრუგმანი, თავდასხმიდან 10 წლის შემდეგ, თავის ბლოგზე წერდა, რომ ტრაგედია, რომელიც გამაერთიანებელ ძალად უნდა ქცეულიყო, ამერიკისთვის სამარცხვინოდ იქცა.  ამერიკის წინა ხელისუფლებას ის კორუფციაშიც ადანაშაულებდა. ”ყალბი გმირები: ბერნი კერიკი, რუდი ჯულიანი და ჯორჯ ბუში შეეცადნენ, რაც შეიძლება სწრაფად ეშოვნათ ფული. შემდეგ ეს თავდასხმა გამოიყენეს ნეოკონსერვატორებისთვის სასურველი ომის წამოსაწყებად, რომელსაც თავდასხმასთან კავშირი არ ჰქონია”. კრუგმანს მიაჩნია, რომ 9/11-ის ხსოვნა მოწამლულია და ის სირცხვილს უნდა იწვევდეს. მისი სიტყვებით:  ”ერმა ეს გულის სიღრმეში იცის”. 
 
ბლოგპოსტის დასასრულს კრუგმანმა კომენტარების დატოვების ფუნქცია გამორთო, როგორც თავად ახსნა ”გასაგები მიზეზების გამო”. 
 
 

კომენტარები