გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის ”პალესტინის სახელმწიფოს ”აღიარების მოთხოვნა მძიმე შედეგებს გამოიღებს - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა დღეს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერთან კეტრინ ეშტონთან შეხვედრის წინ მიცემულ ინტერვიუში. მას არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობს ”მძიმე შედეგებში; . მანამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განმარტა, რომ თუ გაეროს უშიშროების საბჭო ”პალესტინის სახელმწიფოს" აღიარების საკითხს განიხილავს ის ვეტოს უფლებით ისარგებლებს. გავრცელებული ცნობებით , ხვალ გაიმართება მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის. მოსალოდნელია, რომ პალესტინელები განაცხადით გაეროს ნოემბერში მიმართავენ. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ახლახან განუცხადა, რომ "მოვალეობად” მიიჩნევს პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებს. განცხადება ერდოანმა კაიროში, არაბული ლიგის შტაბ-ბინაში გამოსვლისას გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კი გასულ იანვარში გაუსვა ხაზი, რომ რუსეთს საბჭოთა პერიოდში, 1988 წელს აქვს აღიარებული პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ ცვლის პოზიციას ამ საკითხში.




