სუპერკომპიუტერს მნიშვნელოვანი მოვლენების წინასწარმეტყველება შეუძლია

სუპერკომპიუტერს, ახალი ამბების ანალიზის მეშვეობით მსოფლიოში მსხვილი მოვლენების პროგნოზირება  შეუძლია. ილინოისის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარი, კალევ ლეეტარუ, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ სუპერკომპიუტერს შეუძლია მილიონი სტატიისა და შეტყობინების ანალიზი სხვადასხვა წყაროდან. სისტემამ, რომელსაც შეუძლია მოგვცეს პროგნოზები საზოგადოებრივი ატმოსფეროს ცვლილებათა შესახებ, უკვე იწინასწარმეტყველა ეგვიპტისა და ლიბიის უკანასკნელი მოვლენები და ასევე დააფიქსირა უსამა ბინ ლადენის სავარაუდო ადგილსამყოფელი.

კომპიუტერ SGI Altix-ში იგივე ”ნაუტილუსში”  შესული ინფორმაციის ანალიზი 2 კრიტერიუმის მიხედვით ხდებოდა:  განწყობა - ნახსენები იყო თუ არა კარგი და ცუდი ამბები  მოცემულ სტატიაში და ასევე ადგილი, - სადაც ხდებოდა კონკრეტული მოვლენა.  განწყობის შეფასებისას საკვანძო სიტყვებად აირჩიეს;  ”საშინელი” ”საზიზღარი” ”შესანიშნავი” ხოლო ადგილის ანალიზისთვის კონკრეტული გეოგრაფიული დასახელება.

გრაფიკული გამოსახულების მეშვეობით, კომპიუტერმა ”არაბული გაზაფხულის” ქვეყნებში სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესება იწინასწარმეტყველა. 

კომენტარები