კრემლში დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადეს, რომ გარკვეული მიმართულებებით არსებული უთანხმოებების მიუხედავად მოსკოვი და ლონდონი შეეცდებიან მხარეთა ინტერესების შესაბამისად თანამშრომლობის გაგრძელებას და გამოიჩენენ ძალისხმევას ქვეყნებს შორის საქმიან სფეროში კლიმატის გასაუმჯობესებლად. შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიტვინენკოს საქმე კვლავ რჩება პრობლემად ორმხრივ ურთიერთობებში, რადგან მოსკოვი არ ცვლის პოზიციას და უცვლელია ლონდონის პოზიციაც. თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ გადასცემს ლონდონს ლუგოვოის ”ლიტვინენკოს საქმესთან” დაკავშირებით. ” ეს არასდროს მოხდება” - თქვა დმიტრი მედვედევმა. ეფესბე-ს ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო მოკლული იქნა ლონდონში, 2006 წელს. ბრიტანეთის პროკურატურამ ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთის სპეც სამსახურების ყოფილი თანამშრომელი ანდრეი ლუგოვოი დაადანაშაულა . მოგვიანებით მოსკოვმა უარით უპასუხა ლონდონს ეჭვმიტანილის ლონდონში ექსტრადიციის თხოვნაზე.
ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრი დევიდ კამერონი მოსკოვში ჩავიდა და გამართა შეხვედრები ამ ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ -მინისტრთან. The Guardian -ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ შეხვედრებს ბორის ბერეზოვსკი გამოეხმაურა. მან ისტორიული მასშტაბის შეცდომა უწოდა კამერონის პუტინთან შეხვედრას. ” რაც უფრო მეტად ესაუბრებით კრიმინალს, მით უფრო მეტი ადამიანი ზარალდება და ეს გაგრძელდება მანამდე ,სანამ ეს კანიბალები ისტორიას არ ჩაბარდებიან.”-აღნიშნავს ბერეზოვსკი.