ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვს ესტუმრა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი მოსკოვს ეწვია. ეს არის  ბრიტანეთის პრემიერის რანგში კამერონის პირველი ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში. გავრცელებული ცნობებით ვიზიტის მიზანია ახალი იმპულსი შესძინოს ბრიტანეთის და რუსეთის ურთიერთობას, რომელსაც ზიანი მიაყენა 2006 წელს ლონდონში, კრემლის ოპონენტის , ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობამ.  მოსკოვმა უარით უპასუხა ლონდონის თხოვნას ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის პირის. კა-გე-ბეს-ს ყოფილი აგენტის  ანდრე ლუგოვოის  ექსტრადიციის შესახებ.   ოფიციალური შეხვედერების დაწყებამდე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას კამერონმა აღნიშნა, რომ  ლონდონი მზადაა აწარმოოს დიალოგი მოსკოვთან ლიტვინენკოს საკითხზე. წინასწარ გავრცელებული ცნობებით,  მოსკოვში,  ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებზე განიხილება ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები , ამასთანავე  მსოფლიოში  არსებული პრობლემები. 

კომენტარები