საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა აფრიკული ქვეყნების ლიდერებისგან ქრთამის სახით 20 მილიონი დოლარი მიიღეს. შირაკის და დე ვილპენის მიმართ ასეთი ბრალდება ფრანგმა ადვოკატმა რობერტ ბურჟიმ რადიო Europe –1 -ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა. მისი განმარტებით საფრანგეთის ყოფილი კოლონიების ლიდერებისგან ქრთამს სხვა პრეზიდენტებიც იღებდნენ, თუმცა ის მომსწრეა მხოლოდ შირაკისთვის და დე ვილპენისთვის ქრთამის გადაცემის ფაქტის. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერიც ბრალდებას უარყოფენ და აპირებენ ცილისწამებისთვის უჩივლონ რობერტ ბურჟის.
ფრანგი იურისტი ჟაკ შირაკს ქრთამის აღებაში სდებს ბრალს
tbl.ge/17ne
დაკოპირდა




