სომხური წყაროები ამიერკავკასიაში სარკოზის ტურნეს შესახებ

გუშინ ერევანში საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი ტერი მარიანი ჩავიდა. გუშინვე ის სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა. სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ამ ქვეყნის საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთში პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სამომავლო ვიზიტსაც . სომხეთში მოქმედი ელეტრონული გამოცემა Hraparak საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნიკოლა სარკოზის ვიზიტი ერევანში შედგება 7-9 ოქტომბრის ფარგლებში . გამოცემის თანახმად სარკოზი ამ პერიოდში განახორციელებს რეგიონულ ტურნეს და ის სომხეთის გარდა საქართველოს და აზერბაიჯანს ეწვევა.

ერევნიდან გავრცელებული ცნობებით, შესაძლოა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში, ეუთოს მინსკის ჯგუფში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთავარი შუამავლის მისია რუსეთისგან ”როტაციის” პრინციპით საფრანგეთს და უშუალოდ, მის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის გადაეცეს. 

კომენტარები