ადგილობრივი წყაროების ცნობით, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მოამარ კადაფის სამხედრო ძალების მთავარი გენერალი ნიგერში გადავიდა. ინტერპოლს კადაფის, მისი ვაჟის, საიფ ალ-ისლამისა და მთავარი სადაზვერვო აგენტის, აბდულა ალ-სანუსის დაკავების ორდენი აქვს გაცემული. კადაფის ერთგულებს კი შაბათისთვის დანებების ულტიმატუმი წაუყენეს. ამავდროულად ეროვნულ გარდამავალი საბჭო (National Transitional Council - NTC) რამდენიმე ტერიტორიის მშვიდობიანად გადაცემის საკითხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. გასულ კვირასNTC-ის წარმომადგენლებმა კადაფის მომხრეებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ მათზე სამხედრო იერიშს. კადაფი კი ირწმუნება, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და მხარდამჭერებს უწინდებურად ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
გავრცელებული ცნობებით კადაფის რამდენიმე მრჩეველმა უკვე მიაღწია ნიგერის დედაქალაქს. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქის , აგადესის მაღალჩინოსანთა ცნობით ამ ქალაქისკენ მიმავალმა უკანასკნელმა სატვირთო მანქანამ ათობით ადამიანი გადაიყვანა ლიბიიდან, მათ შორის ორი მთავარი გენერალი და ოთხი მაღალჩინოსანი.
Reuters-ის ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღნიშნულ კოლონას ნიგერის უსაფრთხოების ძალები ახლდნენ თან. ცენტრალურ მთავრობას აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.