დმიტრი როგოზინი პოლიტიკაში ნაციონალისტური ლოზუნგებით ბრუნდება

რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში დმიტრი როგოზინი შიდა პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ რუსული და ევროპული პრესა იუწყება. პოლიტიკური გეგმები არც თავად როგოზინმა უარყო  და ნაციონალისტური შინაარსის  მოხსენებით გამოვიდა. როგოზინი, სავარაუდოდ,  ვლადიმირ პუტინის „სახალხო ფრონტში“ გაწევრიანდება.   ქალაქ იაროსლავლში, „მსოფლიო პოლიტიკურ ფორუმზე“  მან განაცხადა, რომ   რუსეთის პოლიტიკაში პრიორიტეტად  „რუსული საკითხი“ უნდა  იქცეს. გამოსვლის შემდეგ „კომერსანტთან“  საუბრისას როგოზინმა აღნიშნა, რომ  „პოლიტიკიდან  არ მიდის  და რომ   მომავალ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილებას  უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. რუსულ მედიაში გავრცელებულ ცნობებით, ხელისუფლებამ უკვე მიღო გადაწყვეტილება ნატო-ში წარმომადგენლის პოსტიდან როგოზინის დათხოვნისა და მისი მოსკოვში დაბრუნების შესახებ. 

გერმანული გამოცემის Die Welt-ის ცნობით, 21 სექტემბერს „რუსული სათვისტომოებს კონგრესზე“ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის პუტინის სახალხო ფრონტთან გაერთიანების  შესახებ , როგოზინი კი პარტიულ სიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს დაიკავებს. გამოცემის  თანახმად , რუსეთის პრემიერმა როგოზინს მმართველი „ედინაია როსიასთვის“ ნაციონალისტების ხმების მობილიზება დაავალა.

 დმიტრი როგოზინი სკანდალური პოლიტიკოსის რეპუტაციით სარგებლობდა და ნაციონალისტური ლოზუნგებით გამოდიოდა. 2005 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მის პარტია „როდინას“ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, პარტია არჩევნებიდან მოისხნა ქსენოფობიური შინაარსის საარჩევნო ვიდეოკლიპის გამო.  ორი წლის შემდეგ  როგიზინი ნატო-ში რუსეთის წარმომადგენლად დაინიშნა.   ამ პოსტზე როგოზინმა ანტიდასავლური რიტორიკით  გამოჩინა თავი. 

კომენტარები