მეხიკოს შემოგარენში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია

გადაუღებელი წვიმებით წარმოქმნილი წყალდიდობის გამო  მეხიკოს შემოგარენში  2000-ამდე ოჯახი  გახდა იძულებული  სახლები დაეტოვებინა. შენობები და სატრანსპორტო საშუალებები წყლის ქვეშ აღმოჩნდა. ზოგიერთ რაიონში წყლის სიმაღლემ ორ მეტრს მიაღწია. პოლიცია და სამაშველო სამსახური მოსახლეობის დახმარებას   უშედეგოდ ცდილობდა.

”მთელი პირველი სართული წყლით იყო დაფარული, წყალი ჭერამდე აღწევდა. ავეჯს წყალი ფარავდა, ამიტომ ჩვენ ვერ შევძელით რაიონამდე დროზე ჩაღწევა, ჩვენ ვერ ვაფასებდით წყალდიდობის მასშტაბებს” აცხადებს კუატიტლანის გუბერნატორი ენრიკე პენია ნიეტო.

გადაუღებელი წვიმები შეწყდა, თუმცა წყალი ადგილიდან არ იძვრის. 40 000 დაზარალებული ადამიანის დასახმარებლად სპეციალური სამსახურები მუშაობს.

კომენტარები