ადამიანის უფლებების საერთაშორისო კამპანიის ცნობით, ირანელი ოპოზიციონერი ლიდერი, მეჰდი ქარუბი უსაფრთხოების სამსახურს მძიმე ზეწოლის ქვეშ ჰყავს. ძალოვანი სტრუქტურები მისგან სატელევიზიო აღიარების მიღებას ცდილობენ. დაუდგენელ წყაროზე დაყრდნობით ორგანიზაცია იუწყება, რომ ოპოზიციის ლიდერთან ფსიქიატრთა ჯგუფი მუშაობს, რომელიც მისი მენტალური მდგომარებობის მანიპულაციით აპირებს დაითანხმოს ის კამერის წინ გამოსვლასა და სატელევიზიო ”აღიარების“ ჩაწერაზე. ქარუბი 74 წლისაა და უფლებადამცველების თქმით, ასეთმა ზეწოლამ შეიძლება მისი ჯანმრთელობა სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენოს.
მეჰდი მეუღლესთან ერთად 16 თებერვლიდან შიდა პატიმრობაში იმყოფებოდა. მათი დაკავების მიზეზი დემონსტრაციებში მონაწილოება და მოსახლეობისთვის მათში მონაწილეობისკენ მოწოდება გახდა. საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, მათი დაკავება ყველა ლეგალური პროცედურების დარღვევით მოხდა.