რუსეთის პოლიციამ 50 ნაციონალისტი დააკავა

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში პოლიციამ 50 ნაციონალისტი დააკავა, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების გამოსვლების მიზეზი რამდენიმე დღის წინ მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში მომხდარი მკვლელობა გახდა. დაღესტნელმა სპორტსმენმა რასულ მირზაევმა, შელაპარაკების შემდეგ, სტუდენტ ივანე აგაფონოვს დაარტყა, რომელიც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნაციონალისტები სამართლიან გამოძიებასა და სასამართლო პროცესს მოითხოვდნენ. რაიონულმა სასამართლომ  მირზაევისთვის აღმკვეთ ღონისძიებად გირაო აირჩია, თუმცა მეორე დღესვე ქალაქის სასამართლომ ეჭვმიტანლს პატიმრობა შეუფარდა.

სამართალდამცავები მოსკოვში კიდევ უფრო მასშტაბურ გამოსვლებს კვირას ელიან. როდესაც საფეხბურთო მატჩის შემდეგ ქუჩაში ახალგარზდების დიდი რაოდენობა გამოვა.

 

კომენტარები