კომპანია Apple-ს დამფუძნებელი სტივ ჯობსი კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. მის ადგილს, თავად ჯობსის რეკომენდაციით, კომპანიის საოპერაციო დირექტორი ტიმ კუკი დაიკავებს. „არაერთხელ განმიცხადებია, რომ თქვენ პირველები გაიგებდით, თუ ვეღარ შევძლებდი კომპანიის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელობას. სამწუხაროდ, ეს დღე დადგა“, - აღნიშნა ჯობსმა წერილში დირექტორთა საბჭოსადმი.
კომპანია Apple-ს 56 წლის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მზადაა გააგრძელოს მუშაობა კომპანიაში, რომელსაც მრავალი წელი შეალია, თუ დიორექტორთა საბჭო ამას საჭიროდ ჩათვლის. მან გამოთქვა რწმენა, რომ კომპანია ახლო მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს.
17 იანვრიდან ჯობსი, ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით, შვებულებაში იმყოფებოდა. 2004 წელს მას კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო აღმოაჩნდა. იმავე წელს მას ოპერაცია ჩაუტარდა. 2009 წლის იანვარში მას ღვიძლის კიბო დაუდგინეს. ავადმყოფობის პერიოდში ჯობსმა რამდენიმეჯერ შეწყვიტა შვებულება, რათა საზოგადოებისთის კომპანიის სიახლეები, მათ შორის iPad 2 და iCloud პირადად წარედგინა.
კომპანიის არსებობის 14 წლიანი პერიოდის განმავლობაში სტივ ჯობსი ცოცხალ ლეგენდად და წარმატების სიმბოლოდ იქცა. იგი 230 გამოგონების ავტორი და თანაავტორი გახდა. 2009 წელს ჟურნალი ფორბსი მის ქონებას 5,1 მილიარდ დოლარად აფასებდა.
ცნობამ ჯობსის გადადგომის შესახებ Apple-ს აქციების ხანმოკლე ვარდნა გამოიწვია. თუმცა, უკვე დღის ბოლოს მათმა ღირებულებამ საწყისს 0,7 პროცნტით გადააჭარბა.