ირანმა რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა. თეირანი მოსკოვისგან С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარების მიწოდებაზე კონტრაქტის შესრულებას მოითხოვს. როგორც რუსეთში ირანის ელჩმა მაჰმუდ რეზა საჰჯადიმ განაცხადა, С-300 არ შედიას იმ შეიარაღების ნუსხაში, რომლის მიწოდებას ირანისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია კრძალავს. ელჩის განცხადებით, სასამართლო სარჩელი რუსულ მხარეს „იურიდიულ კოზირს“ მისცემს, რათა საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს. საჯადიმ ასევე მოსკოვს სარაკეტო კომპლექსების მიწოდება მესამე ქვეყნის - ვენესუელას- მეშვეობით შესთავაზა.
კონტრაქტს ირანისათვის С-300-ს მიწოდების შესახებ ხელი 2007 წლის ბოლოს მოეწერა. არაოფიციალური ცნობებით, რუსეთი მზად იყო თეირანისთვის 800 მილიონი დოლარის შეიარაღება მიეწოდებინა. ამ გარიგების წინააღმდეგ აშშ და ისრაელი გამოვიდნენ.
2010 წლის ივნისში გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 1929, რომელიც ირანისთვის ჩვეულებრივი შეიარაღების მიწოდებაზე შეზღუდვებს აწესებდა. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ირანისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდების აკრძალვის შესახებ. ამან ირანის ლიდერის მაჰმუდ აჰმადინეჟადის მწვავე რეაქცია გამოიწვია, მისი განცხადებით, მოსკოვმა გარიგებაზე უარი „სატანის ზეგავლენით“ თქვა. მაშინვე თეირანი ამ საკითხის სასამართლოში გასაჩივრებით დაიმუქრა.
ამავე დროს, როგორც WikiLeaks-ის მასალებიდან ირკვევა, ირანთან გარიგების შეწყვეტისას მოსკოვის ჭეშმარიტი მოტივი საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის პატივისცემა არ ყოფილა. ირანთან თანამშრომლობაზე უარისა და 1 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ რუსეთმა ისრაელს მისთვის უპილოტო საფრენი აპატარების ტექნოლოგიის გადმოცემა შესთავაზა. ამ გარიგებას ხელი 2010 წლის ოქტომბერში მოეწერა.