5,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგებმა აშშ-ს დედაქალაქი და მის შემგარენი გუშინ, ადგილობრივი დროით 13 საათსა და 51 წუთზე შეარყია. სეისმოლოგების ცნობით, პირველი მიწისქვეშა ბიძგი 20-დან 30 წამამდე გაგრძელდა, რასაც მომდევნო 90 წუთის განმავლობაში 2,8 და 2.2. მაგნიტუდის ორი ბიძგი მოჰყვა.
მიწისძვრა აშშ-ს მთელს აღმოსავლეთ სანაპიროზე იგრძნობოდა. ეპიცენტრი ვაშინგტონიდან 84 მილით სამხრეთ-დასავლეთით, ვირჯინიის შტატის ქალაქ მინერალის ახლოს მდებარეობდა. მის სიახლოვეს ატომური სადგური მიმდინარეობს. ის ავტომატურ რეჟიმში გამოირთო, რაიმე დაზიანება სადგურზე არ დაფიქსირებულა.
ვაშინგტონში, ნიუ-იორკში და სვა ქალაქებში მიწისძვრის გამო საოფისე შენობების ევაკუაცია განხორციელდა. შენობებიდან სასწრაფოდ გაიყვანეს კაპიტოლიუმისა და თეთრი სახლის პერსონალიც.
სტიქიამ, გადატვირთვის გამო, მობოლური კავშირის დრობით პარალიზება გამოიწვია. გადაიდო რეისები აეროპორტებსა და სარკინიგზო სადგურებში. მიწისძვრის შედეგად არავინ დაზარალებულა, უმნიშვნელო ზიანი შენობებს მიადგათ. ინფრასტრუქტურის ობიექტები - გზები, ხიდები და ა. შ. , არ დაზიანებულა.
დაზარალდა ვაშინგტონის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა - ნაცილნალური კათედრალი. შენობის ერთ- ერთი კოშკის კედლები გაბზარულია. ზარალის შესწავლამდე შენობა ტურისტებისთვის დაიკეტა. ასევე დაიკეტა ვაშინგტონოს მემორიალი, რომლის ზედა ნაწილში სპეციალისტებმა ბზარები აღმოაჩინეს. მცირე ზიანი მიადგა სმიტსონიოს ინსტიტუტის შენიობას, სადაც ზოგიერთ ადგილას ბათქაში ჩამოიშალა.