რობერტ სტურუა მოსკოვის ალექსანდრ კალიაგინის თეატრ "Et Cetera"-ში მუშაობის გაგრძელებას დათანხმდა. რუსთაველის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი "Et Cetera"-ში მოწვეული მთავარი რეჟოსორის სტატუსით იმუშავებს. განცხადება მიმოავალი საქმიანიობის შესახებ თავად რეჟისორმა რუსულ ტელეარხ კულტურასთან საუბრისას გააკეთა. მისივე თქმით, მან აღნიშნული თეატრიდან მოწვევა ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო, როდესაც " Et Cetera"-ში შექსპირის "ქარიშხალზე" მუშაობა დაასრულა. " Et Cetera"-ში სტურუამ ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე სპექტაკლი დადგა.
რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურის მინისტრის ბრძანებით 17 აგვისტოს გაათავისუფლეს. ნიკა რურუას განმარტებით, ან გადაწყვეტილების მიზეზი სტურუას ქსენოფიბიური შინაარსის საჯარო განცხადებები გახდა. თავად რეჟისორი აცხადებდა, რომ იგი ხელისუფლოების მიმართ გამოთქმული კრიტიკისათვის დაისაჯა.
სტურუას გათავისუფლების შემდეგ მასთან თანამშრომლობის სურვილი მოსკოვის რამდენიმე თეატრმა - სოვრემენიკმა, ტაგანკამ, მოსსოვეტმა და სვებმა გამოთქვეს.