გორბაჩოვის განცხადებით, პუტინმა რუსეთში დემოკრატიის კასტრირება გამოიწვია

მიხეილ გორბაჩოვმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის საარჩევნო სისტემის კასტრირებაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ პუტინმა კენჭი აღარ უნდა იყაროს. აღნიშნული განცხადება გორბაჩოვმა BBC-ისთან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც გორბაჩოვის წინააღმდეგ დაგეგმილი გადატრიალების 20 წლისთავს ეძღვნებოდა. გორბაჩოვის აზრით, რუსეთი, დემოკრატიის მხრივ, ამ ორი ათწლეულის განმავლობაში ბევრად წინ უნდა წასულიყო. ამ შეფერხებას ის მთლიანად ვლადიმერ პუტინს აბრალებს: ”პუტინი და მისი გუნდი სტაბილურობის მომხრენი არიან, მაგრამ სტაბილურობა კლავს განვითარებას და იწვევს სტაგნაციას”.

გორბაჩოვის განცხადებით, შემდეგი 5-6 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება რუსეთისთვის, და თუ რუსეთი ხელიდან გაუშვებს შანს გახდეს დემოკრატიული, ის სამუდამოდ ჩამორჩება დასავლეთის ქვეყნებს.

მარტში პუტინმა გორბაჩოვს  მე-80 დაბადების დღე მიულოცა ტელეგრამის საშუალებით და მას  უწოდა `თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსი, რომელმაც მსოფლიო ისტორიის მსვლელობა მნიშვნელოვნად შეცვალა~.

პუტინმა რადიკალურად შეცვალა საარჩევნო სისტემა თავისი ორვადიანი პრეზიდენტობისას.  რეფორმების შედეგად დამოუკიდებელ კანდიდატებს და მცირე პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შანსი არ აქვთ. რეგიონებში კი კონტროლის ცენტრალიზება მოხდა.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2012 წელს ჩატარდება.

კომენტარები