ობამა: სირიელი ხალხის სასიკეთოდ, დროა პრეზიდენტი ასადი გადადგეს

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა: ”მისი საუბარი დიალოგისა და რეფორმების შესახებ უბრალოდ ცარიელი სიტყვებია მაშინ, როცა ის აგრძელებს სირიელი ხალხის დაკავებას, წამებას და დახოცვას”. ობამას განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაცია ახალ, უპრეცედენტო, სანქციებს მიმართავს სირიის მთავრობის დასასჯელად. სანქციების ნაწილია, აშშ-ში სირიის  არსებული ქონების გაყინვა. ობამამ აგრეთვე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ში აიკრძალება სირიაში წარმოებული ნავთობპროდუქტების იმპორტი. ამასთან, ,ამერიკულ ბიზნესს ეკრძალება სირიაში ინვესტირება, ან ბიზნესის ოპერირება.

ერთი თვის წინ ობამამ განაცხადა, რომ ასადმა ლეგიტიმურობა დაკარგა, თუმცა აღნიშნულ განცხადებას არ მოჰყოლია რეაქცია სირიის მთავრობისგან.

ევროპის ლიდერებმა, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოსცეს თავიანთი განცხადებები და ასადს გადადგომისკენ მოუწოდეს.

ადამიანის უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ საპროტესტო გამოსვლების დაწყვებიდან, ხუთი თვის მანძილზე სირიის მთავრობამ 2400 დემონსტრანტი მოკლა.

ბაშარ ასადმა პრეზიდენტის თანამდებობა თავისი მამისგან 2000 წლის ივლისში მიიღო.

კომენტარები