თურქეთის ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყის მთებში მცხოვრები ქურთი აჯანყებულები დაბომბა. რამდენიმე საათით ადრე აჯანყებულებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში 8 ჯარისკაცი და ერთი სახელმწიფო დაცვის წევრი მოკლეს. დარტყმა საზღვარზე არსებულ რეგიონზე მიიტანა თურქულმა არტილერიამაც. ,,თურქეთის სამხედრო ძალების მსგავსი მოქმედებები შინ და საზღვარს გარეთ გაგრძელდება სანამ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყს თავშესაფრად და თურქეთზე თავდასხმებისთვის იყენებენ, არ განადგურდებიან” განაცხადეს თურქეთის სამხედრო მაღალჩინოსენებმა.
ანკარას განცხადებით, უახლოესი ტერორისტული აქტი ქურთისტანის მუშათა პარტიამ, იგივე PKK-მ განახორციელა.
სეპარატისტულმა მოძრაობამ აღნიშნულ დარტყმებზე განცხადება გაავრცელა: ” ეს ჩვენთვის გასაკვირი არ იყო. ჩვენ ზომები გვქონდა მიღებული. ასეთი საჰაერო დარტყმები წელში ერთხელ მაინც ხორციელდება. ჩვენ პარტიზანული ბრძოლის 30 წლიანი გამოცდილება გვაქვს. ასეთი დარტყმებით ისინი ვერაფერს მიაღწევენ”.
ორგანიზაციამ პასუხიმგებლობა აიღო გასულ კვირას ირანსა და თურქეთს შორის არსებული ბუნებრივი აირის მილის საბოტაჟზე და გასული თვის აფეთქებაშიც, რომელსაც 13 თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.
ქურთი სეპარატისტები 1980-იანი წლებიდან სისხლიან ბრძოლაში არიან ჩართულები თურქეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ქურთები ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობაა თურქეთში.
თურქეთის ცენტრალური ხელისუფლება წარსულში ავიწროვებდა ქურთებს, აკრძალა ქურთული სახლები, ენა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ ,,მთის თურქებსაც” კი უწოდებდა.
ხელისუფლებაში ერდოღანის მოსვლის შემდეგ, პრემიერ მინისტრმა აღიარა, რომ წარსულში ,,შეცდომები იქნა დაშვებული” და ქურთებთან ურთიერთობების დათბობა დაიწყო. შეიქმნა ქურთული სატელევიზიო არხიც. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში ურთიერთობა კვალავ დაიძაბა. საპარლამენტო არჩევნებში ტრადიციულზე მეტი ადგილების მოგროვების შემდეგ, ქურთების მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტარების შეფიცვას. პროტესტის მიზეზი ქურთული პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნა გახდა. ჰატიპ დიკლის დისკვალიფიკაციის მიზეზი 20 თვიანი ციხე იყო. ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის პროპაგანდის მომზადებაში.