#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/taxsiri.png##fbimage#
ფლორიდის პოლიცამ 17 წლის ბიჭი დააკავა, რომელიც იმ სკოლის განადგურებას გეგმავდა, საიდანაც გააგდეს.
დაკავებული ჯერედ კანო აღიარებს სკოლაზე თავდასხმის გეგმას. პოლიციამ მისი სახლის ჩხრეკვისას თვითნაკეთი ბომბისთვის საჭირო მასალა აღმოაჩინა.
პოლიციის უფროსი აცხადებს: ”ჩვენ შევაჩერეთ კატასტროფული მოვლენა, რომლის მსგავსიც ქალაქ ტამპს დიდი ხანია არ უნახავს და იმედია, ვერასდროს ნახავს”
კანომ ცოტა ხნის წინ Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ”გაკვეთილებს, რომელსაც სისხლით არ სწავლობენ, მალე ივიწყებენ”. პოლიციის თქმით, არასრულწლოვანმა აღიარა, რომ მიზნად ჰქონდა თავდასხმას რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი მოჰყოლოდა.




