2 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის დედას 20 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

33 წლის ჯული კარას 2 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის ამერიკულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მან დაკარგა დედობის უფლებაც 4 არასრულწლოვან შვილზე. კარა დანაშაულის სცენებს ვებ-კამერით იღებდა და მათ ბრიტანელ თინეიჯერს უგზავნიდა.  

ორალური სექსის ვიდეოები მოძალადე დედამ უმცროს ქალიშვილთან 2009 წლის ივლისში ჩაწერა და 19 წლის ნიკოლას ვაილდს გაუგზავნა ვესთ-მიდლენდსში, ბრიტანეთში. ვიდეოები ბრიტანეთის პოლიციამ ვაილდის სახლის გაჩხრეკვისას აღმოაჩინა, რომელსაც საბავშვო პორნოგრაფიების შენახვის გამო წინა წელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამერიკის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შემდეგ, კარას ვინაობის დადგენა მოხერხდა.

 

20 წლის შემდეგ, როცა მოძალადე ციხიდან გამოვა, მას 10 წლიანი დაკვირვება, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე სისტემატური შემოწმება ელის. 

კომენტარები