ორი ბრიტანელი ახალგაზრდა facebook-ზე ბუნტის ორგანიზებისთვის დააკავეს

20 წლის ჯორჯ ბლეკშოუსა და 22 წლის პერი სატკლიფს ბრიტანეთის სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სოციალურ ქსელ Facebook-ზე მასობრივი არეულობების დროს ბუნტის მცდელობისთვის. მოსამართლე ელგან ედვარდსმა მიიჩნია, რომ ახალგაზრდები ცდილობდნენ არეულობების ორგანიზებას თავიანთ მშობლიურ ქალაქებში, ჩრდილოეთ ინგლისში - ჩეშირესა და უორინგტონში. არეულობები არ შედგა. პოლიციამ მალევე მიაქცია ყურადღება დანაშაულისკენ მოწოდებებს ინტერნეტში და აღნიშნულ ქალაქებში დაცვა გააძლიერა.

მოსამართლის განცხადებით, სასჯელის მძიმე ფორმა მაგალითად უნდა იქცეს სხვებისთვის. სკოტლანდ-იარდის განცხადებით, ამ დროისთვის 1000-ზე მეტ ადამიანს აქვს წაყენებული ბრალი მასობრივ არეულობებში მონაწილეობისთვის.

კომენტარები