ბრიტანეთში, ლივერპულთან ახლოს, ქალაქ ალერტონში კარმელიტი დების ორდენისთვის მსოფლიოში პირველი ეკოლოგიური მონასტერის მშენებლობა დაიწყო.
ლავრის საძირკველში ჩადებულია ენერგიის დაზოგვის უახლესი ტექნოლოგიები. აუცილებელი ენერგიის უდიდეს ნაწილს მზის ელემენტებისგან მიიღებენ, ხოლო მონასტრის გათბობისთვის სწრაფად მზარდ ხეებს დაწვავენ. ამ მიზნით უკვე დაირგა 1500 ხე მდელოზე, რომელიც ასევე მონასტრის საკუთრებაა.
მონაზვნები ხეებს წვიმის წყლით მორწყავენ - პროექტი წვიმის რეზერვუარების სისტემის შექმნასაც ითვალისწინებს.
ავტორების განცხადებით, ”პირველი მწვანე მონასტერი” წლებს გაუძლებს და ბუნებასთან ქრისტიანული თანაარსებობის კარგ ნიმუშად იქცევა. კარმელიტების ორდენი მონაზვნური ცხოვრების მკაცრ ცხოვრებას მისდევს.