აფეთქების სერიას ერაყში 69 ადამიანი შეეწირა

REUTERS
#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/iraquna12.png##fbimage#
 დილიდან ერაყის სხვადასხვა ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რასაც, სულ მცირე, 69 ადამიანი შეეწირა, ხოლო 180-ზე მეტი დაიჭრა. ბოლო თვეების განმავლობაში ეს  ძალადობის ყველაზე დიდი ტალღა იყო. ოფიციალური პირები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ მანქანები ქუჩაში არ დააყენონ. მათ უფრო მეტი აფეთქებების მოლოდინი აქვთ. მართალია, ბოლო წლებში ერაყში ძალადობამ იკლო, თუმცა, ბოლო თვეებში თავდასხმებმა იმატა. ისინი, უმეტესად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ერაყის უსაფრთხოების ძალებისკენ არის მიმართული. სამიზნედ ირჩევენ სამოქალაქო პირებსაც. დღევანდელი დაბომბვების სამიზნეც უმეტესად ერაყის უსაფრთხოების ძალები იყო. თუმცა, ყველაზე მძიმე თავდასხმა სამოქალაქო პირებს შეეხო.

სტიუარტ ბოვენი, აშშ-ის წარმომადგენელი ერაყში, ამბობს, რომ ქვეყანა ახლა ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. 

კომენტარები