ინგლისში დაპატიმრებულთა რაოდენობამ 1700-ს გადააჭარბა

ბრიტანეთის პოლიცია და სასამართლოები მუშაობის სადღეღამისო  რეჟიმზე არიან გადასული. პოლიცია აგრძელებს სახლებისა და ოფისების ძარცვასა და მარადიორობში ეჭვმიტანილების დაპატიმრებას. დღეს შუადღისთვის დაპატიმრებული იყო   1700 ადამიანი.  სკოტლანდ იარდის სპიკერის განცხადებით, მათი რაოდენობა მუდმივად იცვლება. სასამართლოები დღისა და ღამის განმავლობაში განიხილავენ საქმეებს. ეჭვმიტანილებს ძირითადად, ბრალი ედებათ  ძარცვას, ქურდობას,  ცეცხლის მოკიდებასა და მარადიორობაში ასევე    მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში. დამნაშავეთა ასაკი 11-დან 45 წლამდე მერყეობს.

პოლიციამ ამ დილით    68 წლის რიჩარდ მანინგტონ ბოუზის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააპატიმრა. 68 წლის მოხუცი   ორშაბათ ღამეს თავდამსხმელებმა  სასტიკად სცემეს. ის წუხელ, გვიან ღამით საავადმყოფოში გარდაიცვალა.   ლონდონის არეულობისას  დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.    

მანჩესტერში, სელფორდსა და ლივერპულში  ამ დროისთვის დაპატიმრებულია 200-მდე  ადამიანი; ბირმინგემში პოლიციელების თქმით, დაპატიმრებულთა რაოდენობამ   467-ს მიაღწია.

კომენტარები