ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში უცნობი ტერორისტის მიერ მძევლად აყვანილი ორი პირი პოლიციის სპეცრაზმმა გაათავისუფლა. თავად ტერორისტი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიღუპა. მან თავი მოიკლა - იუწყება ესტონური მედია. ესტონეთის სამაუწყებლო კომპანიისა და ინტერნეტ პორტალ Postimees-ის ცნობით, დღეს, 15:30 საათისთვის, უცნობი ადამიანი ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში შეიჭრა და ცეცხლი გასხნა. პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე წუთში შენობა ალყაში მოაქცია და თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო. თვითმხილველთა თქმით, სამინისტროს ბევრი თანამშრომელი შენობიდან გაქცევას პირველი სართულის ფანჯრებიდან ცდილობდა.
მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა ორი ადამაინი აიყვანა მძევლად.
შენობაში პოლიციის სპეცრაზმი შევიდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად ნახევარ საათს გაგრძელდა.
პოლიციის პრეს სპიკერის განცხდებით, ოპერაციის მიმდინარეობისას, თავდამსხმელის გარდა არავინ დაზარალებულა. პოლიციის კომისარმა მარტინ არპომ, სპეცოპერაციის შემდეგ, ტელეინტერვიუში აღნიშნა, რომ შუახნის მამაკაცი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში შეიჭრა, შეიარაღებული იყო პისტოლეტით და ასაფეთქებელი მოწყობილობებით.
ესტონური მედიის ცნობით, მსროლელი შესაძლოა ყოფილი სამხედრო იყოს. ესტონეთის თავადაცვის მინისტრი მარტ ლაარი ინციდენტის დროს შენობაში არ იმყოფებოდა . იგი მაშინვე მივიდა შემთხვევის ადგილზე, როგორც კი მოხდარის შესახებ შეიტყო - იუწყება ესტონური მედია.