ბრიტანეთში არეულობების შეგეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. ბი-ბი-სის ცნობით, ბირმინგემში დღეს დილას სამ ადამიანს, რომელიც ქუჩებში პატრულირებდა მარადიორებისგან საკუთარი სახლების დასაცვად, ავტომანქანით გადაურეს. გაზეთი „გარდიანის“ ინფორმაციით, სამი ბრიტანელი აზიელის მკვლლობამ, რომელთა შორისაც ორი ძმაა, აღშფოთების ახალი ტალღა გამოიწვია. ადგილობრივები პოლიციას და სასწრაფო დახმარებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანებმა ადგილზე მისვლა 20 წუთით დაიგვიანა, ხოლო პოლიცია მარადიორებისგან მოსახლეობის დასცავად არაფერს აკეთებს. მკვლელობის შემდეგ აღშფოთებულმა ადამიანებმა მეჩეთთან მიტინგი მოაწყვეს. თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანა ადამიანებს შეგნებულად დაეჯახა. დღესვე ბირმინგების პოლიციამ დააპატიმრა სამი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, პოლიციის დეპარტამენტის განცადებით ნაპოვნია მანქანაც. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მკვლელობა დაკავშირებული არეულობების აქტიურ მონაწილეებთან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებით, რომელმაც ლონდონში დაწყებული არეულობების გამო შებულება შეწყვიტა, პოლიციელების რაოდენობა ლონდონში 16 000-მდე გაიზარდა. დღიდან ბრიტანეთის დედაქალაქში ხუთჯერ მეტი პოლიციელი პატრულირებს ვიდრე ჩვეულებრივ. პოლიციას ასევე მიეცა რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენების უფლება. უსაფრთხოების სამსახურებთან გამართული შეხვედრის შემდეგ კემერონმა განაცხადა „როდესაც პოლიცია გაშიფრავს ვიდეოკამერების ჩანაწერებს, თქვენ თავზე კანონის მთელ ძალას იგრძნობთ. თუ თქვენ ამ ასაკში ასეთ დანაშაულს სჩადიხართ, გამოდის, რომ შესაბამისი სასჯელის მოხდაც შეგიძლიათ, მიუხედავად თქვენი ასაკისა“ განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა იმ არასრულწლოვნების მისამართით, რომლებიც უკვე ოთხი დღეა ლონდონისა და სხვა ქალაქების ქუჩებში წვავენ და ძარცვავენ მაღაზიებსა და სახლებს.
ინგლისში შექმნილი ვითარების გამო, შევბულება შეწყვიტეს დეპუტატებმაც, რომლებიც ხვალ საგანგებო სხდომას გამართავენ.