უდიდესი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი ალბერ კამიუ შესაძლოა საბჭოთა სპეცსამსახურებმა მოკლეს. ეს ვარაუდი იტალიურმა გაზეთმა Corriere della Sera-მ ჩეხი პოეტისა და მთარგმნელის იან ზაბრანის დღიურებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. ინფორმაცია მსოფლიო მედია საშუალებებმა ნამდვილ სენსაციად აქციეს. იტალიელმა პოეტმა ჯოვანი კატელიმ ჩეხი პოეტის დღიურების „მთელი ჩემი ცხოვრება“ ორიგინალში იპოვა ჩანაწერი, რომელიც იტალიურ თარგმანში არ აღმოჩნდა. გამოტოვებულ ფრაგმენტში იან ზაბრანი წერს: „კარგად ინფორმირებული ადამიანისგან, რომელსაც ინფორმაციის სერიოზული წყაროები ჰყავს, მოვისმინე ძალიან უცნაური ამბავი: ავარია, რომელმაც 1960 წელს ალბერ კამიუს სიცოცხლე შეიწირა საბჭოთა ჯაშუშების მოწყობილია. მათ რაღაც მოწყობილობით დააზიანეს მანქანის საბურავი და სიჩქარის მომატებისთანავე ის გასკდა. ბრძანება მკვლელობის შესახებ პირადად გასცა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმირტი შეპილოვმა. კამიუს მკვლელობა მის მიერ გაზეთ Franc-tireur 1957 წელს გამოქვეყნებული წერილის პასუხად დაიგეგმა. სტატიაში კამიუ 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის ჩახშობას შეპილოვის მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტვას უწოდებდა. ერთი წლის შემდეგ კამიუმ ისევ დააბიჯა მაზოლზე საბჭოთა ხელისუფლებას, როდესაც საჯაროდ გამოვიდა პოეტ ბორის პასტერნაკის დასაცავად“-წერს იან ზაბრინი.
გაზეთი Corriere della Sera ასკვნის რომ საბჭოთა სპეცსამსახურებს ქონდათ საკმარისზე მეტი მიზეზი იმისათვის რომ კამიუ მოეკლათ. ჩეხმა რეჟისორმა ალეს კისილმა, რომელსაც დოკუმენტური ფილმი აქვს გაკეთებული იან ზაბრანის ცხოვრების შესახებ „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროს განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია ზაბრინმა შესაძლოა ინფორმირებული ადამიანისგან მოსკოვში მიიღო. ალექს კისილის თქმით, ფილმზე მუშაობისას დარწმუნდა რომ პოეტი დღიურებში მოვლენების აღწერისას ძალიან ზუსტი იყო.
აღსანიშანვია, რომ ალბერ კამიუ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის უსაყვარლესი მწერალია და გასულ წელს მან უდიდესი ფანგი ფილოსოფოსისა და მწერლის პანთეონში გადასვენება სცადა, თუმცა ფრანგული საზოგადოება ამის წინააღმდეგ წავიდა.
პირველად იან ზაბრანის დღიურები „მთელი ჩემი ცხოვრება“, რომელიც 11 ათასი ფურცლისგან შედგება 1992 წელს გამოქვეყნდა.
1960 წელს ნობელის პრემიის მიღებიდან ორი წლის შემდეგ ალბერ კამიუ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. გარდაცვლილ მწერალს ჯიბეში აღმოჩნდა მატარებლის ბილეთი პროვანსიდან პარიზამდე. ის საშობაო არდადეგების შემდეგ პარიზში დაბრუნებას, ცოლთან და შვილებთან ერთად მატარებლით აპირებდა, თუმცა მეგობარმა და გამომცემელმა მიშელ გალიმარმა პარიზში მანქანით წაყვანა შესთავაზა. გზაში მანქანა, რომელსაც გალიმარი მართავდა მოყინული გზიდან დიდი სისწარფით გადავიდა და ხეს შესაკდა. ალბერ კამიუ ადგილზე გადაიცვალა, გალიმერი კი რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში.