არგენტინაში ტურისტების მკვლელები დააკავეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/argenmurd.png##fbimage#
სწორედ ამ ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე, ჩრდილოეთ არგენტინაში აღმოაჩინა პოლიციამ ორი ფრანგი ქალის ცხედარი გასულ თვეს. სამართალდამცავების განაცხადებით, მათ სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.

„დღეს აყვანილ იქნა ოთხი ადამიანი, სამი მამაკაცი და ერთი ქალი. სავარაუდოდ ოთხივე მათგანი გარეულია ორი ფრანგი ტურისტის მკვლელობაში. დაკავების ოპერაცია ღამე დაიწყო და დილამდე გასტანა. ამ დროისათვის ჩვენ მეხუთე ეჭვმიტანილს ვეძებთ“.

ოცი წლის ჰურია მუმნი და კასანდრა ბუვიერი ივლისის შუა რიცხვებში გაუჩინარდნენ, ტურისტები შვებულებას სწორედ აქ, სალტას პროვინციაში ატარებდნენ.

მათი ცხედრები ორი კვირის შემდეგ, ტყეში აღმოაჩინეს.

პოლიციის განცხადებით ქალებს ცემის კვალი ეტყობოდათ, მკვლელობამდე მათზე ასევე განახორციელეს სექსუალური ძალადობა.

ეჭვმიტანილების ვინაობას ჯერჯერობით არ ახმაურებენ.

სამართალდამცავების განცხადებით დაკავებულებს, გარდაცვლილი ტურისტების მობილური ტელეფონი, ვიდეო-კამერა და პირადი ნივთები აღმოუჩინეს.

.

კომენტარები