ჩრდილოეთ ლონდონში არეულობა გრძელდება

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/londona.png##fbimage#
ლონდონში არეულობა გრძელდება. დარბევები ტოტენჰემიდან მეზობელ ენფილდში გავრცელდა. გუშინ ღამე ახალგაზრდების ჯგუფმა ენფილდში მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია და მანქანები დააზიანა. რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე დააკავეს. დარბევებს დღეს ღამეც ელოდებიან. პოლიცია პირობას დებს, რომ ქუჩებში კიდევ უფრო მეტი სამართალდამცავი იქნება. კვირა ღამეს ლონდონში უსაფრთხოებას იმაზე სამჯერ მეტი პოლიციელი იცავდა, ვიდრე შაბათს, როდესაც ტოტენჰემში დაიწყო დარბევა.  

პოლიცია ამბობს, რომ სიტუაციის დაძაბვაში დიდი წვლილი მიუძღვის სოციალურ მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციასა და სპეკულაციებს.

არეულობა 4 აგვისტოს შემთხვევით დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ სპეცოპერაციას სამართალდამცავესა და დამნაშავეებს შორის ორმხრივი სროლა მოჰყვა. პოლიციის ტყვიით 29 წლის ადამიანი დაიღუპა.  მისი გარდაცვალების შემდეგ ტოტენჰემში 2 ასეული ადამიანი შეიკრიბა. პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა. შეკრებილებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს.  დაშავდა 26 სამართალდამცავი და დააკავეს 55 ადამიანი. დარბევის შემდეგ მაღაზიებიც გაძარცვეს.

 29 წლის მამაკაცის გარდაცვალების გარემოებებს დამოუკიდებელი კომისია იკვლევს.

კომენტარები