#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/lort.png##fbimage#
ჩრდილოეთ ლონდონში, ტოტენჰემის რაიონი ძალადობამ მოიცვა. 4 აგვისტოს განხორციელებულ სპეცოპერაციას სამართალდამცავებსა და დამნაშავეებს შორის ორმხრივი სროლა მოჰყვა. პოლიციის ტყვიით დაიღუპა 29 წლის ადამიანი. მის გარდაცვალებას კი პროტესტი მოჰყვა. დაახლოებით 200-მდე ადამიანი შეიკრიბა ტოტენჰემის პოლიციის სადგურთან. მათ პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. დაიწვა პოლიციის ორი მანქანა და საქალაქო ტრანსპორტის ორსართულიანი ავტობუსი. დაშავდა 8 პოლიციელი, ერთი მათგანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე მაღაზიები მარადიორებმა გაძარცვეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც მობილური ტელეფონებით ან სამოყვარული კამერებით არის გადაღებული. თუმცა მათი სანდოობა დადასტურებული არ არის.
29 წლის მამაკაცის გარდაცვალების გარემოებებს ბრიტანეთის პოლიციის საჩივრების დამოუკიდებელი კომისია იკვლევს.არეულობა ჩრდილოეთ ლონდონში
tbl.ge/mtk
დაკოპირდა




