საბიუჯეტო დებატებიდან და ვალის ზედა ლიმიტის გაზრდიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ფინანსური სერვისების კომპანიამ Standard & Poor’s-მა ამერიკას საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა. უმაღლესი AAA-დან ამერიკის მაჩვენებელმა ერთი საფეხურით (AA+) ჩამოინაცვლა. საკრედიტო რეიტინგი უჩვენებს მთავრობის ან კორპორაციის კრედიტის გადახდისუნარიანობას. მსგავს რეიტინგებს სხვა კერძო კომპანიებიც ადგენენ, მაგალითად Moody’s და Fitch. ამ უკანასკნელთა რეიტინგებში ამერიკა უმაღლეს მაჩვენებელს ინარჩუნებს. Standard & Poor’s-ის ახალ რეიტინში, ამერიკის მთავრობის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ყველაზე უსაფრთხო ფინანსურ ინსტრუმენტებად ითვლებოდა (და ითვლება), ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და კანადის ფასიან ქაღადებზე დაბლა დაეშვა. რეიტინგის კლებას, მოკლევადიან პერსპექტივაში, შეიძლება მოჰყვეს ამერიკისათვის ვალის აღების გაძვირება. ეს იმას ნიშნავს, რომ თანხების სესხებისთვის ამერიკის მთავრობას უფრო მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე აქამდე.
სარეიტინგო ცვლილებას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები გამოეხმაურნენ რესპუბლიკელთა პარტიიდან. ტიმ პოულენთიმ და რიკ სანტორუმმა პასუხისმგებლობა ობამას დააკისრეს. პირველის თქმით, საკრედიტო მაჩვენებლის დაცემა ქვეყნის ეკონომიკისთვის უარყოფითი მოვლენაა და უჩვენებს ბარაქ ობამას ჩავარდნებს. ახალი რეიტინგი სანტორუმმაც უარყოფითად შეაფასა და მანაც ობამას ლიდერობის უუნარობაზე გაამახვილა ყურადღება. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 15 თვით ადრე საკრედიტო რეიტინგის კლებას, ქვეყნის ეკონომიკაზე მისი რეალური თუ სიმბოლური მნიშვნელობის მიუხედავად, ობამას პოპულარობაზე სავარაუდოდ უარყოფითი გავლენა ექნება.
ახალ ამბავს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მოჰყვა რეზონანსი. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯულია გილარდმა განაცხადა, რომ მაჩვენებლის ჩამოქვეითებას დიდი მნიშნელობა არ აქვს. მან აღნიშნა, რომ Moody’s-სა და Fitch-ის რეიტინგებში ამერიკა კვლავაც უმაღლეს ქულებს ინარჩუნებს.
ჩინეთის სახელმწიფო მედია სააგენტო სინჰუამ ამერიკის საბიუჯეტო პოლიტიკა, კონკრეტულად კი ამერიკის 14 ტრილიონიანი ვალი, დაგმო. ჩინეთს მსოფლიოში უდიდესი საფინანსო რეზერვები გააჩნია, რომელიც 3.2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს.
ინდოეთის სახელმწიფო ბანკის თავმჯდომარემ პრატიპ ჩაუდჰურიმ განაცხადა, რომ ამერიკის საკრედიტო რეიტინგს მისი ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა არ ექნება. მან აღნიშნა, რომ ამერიკას ვალის აღება გაუძვირდება - ამერიკელებს, მაგალითად ათწლიან ვალზე, მოუწევთ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა.
Standard & Poor’s-ის გადაწყვეტილებას ობამას ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ფინანსური კომპანიის ანალიტიკოსები გააკრიტიკეს და მათი სანდოობა ეჭვქვეშ დააყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ 2 ტრილიონ დოლარიანი შეცდომა იპოვა კომპანიის გათვლებში. Standard & Poor’s-მა მოგვიანებით მონაცემები შეასწორა, თუმცა ამერიკის რეიტინგი არ შეუცვლია.