ავღანეთში ნატოს ვერტმფრენის ჩამოვარდნას 38 სამხედრო ემსხვერპლა

 ვარდაკის პროვინციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ამერიკის სპეცდანიშნულების ძალების 31 სამხედრო მოსამსახურე და შვიდი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ავღანეთის ომში ამერიკისთვის ეს ერთერთი ყველაზე დიდი ერთდღიანი დანაკარგია.

ოფიციალურ განცხადებაში ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა  და  აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიუსამძიმრა.

ვერტმფრენის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო.

კომენტარები