ახალი თაობის პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყო

დღეიდან საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა დაიწყო. ახალი თაობის  ID ბარათის აღება ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში, ბათუმსა და რუსთავშია შესაძლებელი. ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის პრეზენტაცია დღეს, 20:00 საათზე გაიმართება ბათუმში, იუსტიციის სახლთან.

ახალი თაობის პირადობის მოწმობა გაყალბებისაგან მაქსიმალურად დაცულია. ID ბარათის საშუალებით პიროვნების იდენტიფიცირება დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებითაც მოხდება. იგი ელექტრონული დოკუმენტების ციფრული ხელმოწერით დადასტურების შესაძლებლობასაც იძლევა.

ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება სავალდებულოა ძველი ბარათის ვადის გასვლის, დაზიანების, დაკარგვის, მისი მფლობელის სახელის ან გვარის შეცვლისა და მასში უზუსტობის აღმოჩენისას. სურვილის შემთხვევაში კი ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. ახალი თაობის  ID ბარათის ფასი 30 ლარია. შეღავათით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი პირები.

კომენტარები