ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ კუნმინში ამერიკული კომპანია Apple-ის რამდენიმე ყალბი მაღაზია დახურა. მაღაზიებმა, რომლებსაც დიზაინისა და სახელწოდების გარდა Apple-თან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, სამართალდამცველების ყურადღება ამერიკელი ტურისტის მიერ საკუთარ საიტზე გამოქვეყნებული ჩანაწერის შემდეგ მიიპყრო. ბლოგერი წერდა, რომ ქალაქ კუნიანში მდებარე ამ მაღაზიების ზოგიერთი თანამშრომელი დარწმუნებული იყო რომ სწორედ Apple-ისთვის მუშაობდა.
ამერიკელი ბლოგერის თქმით, ეს მაღაზიები ისე დამაჯერებლად გამოიყურება, რომ ნამდვილისგან მისი გარჩევა ერთი შეხედვით საკმაოდ რთულია. თუმცა, დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ მაღაზია ცუდად არის შეღებილი და, რაც მთავარია, მაღაზიის შესასვლელთან არის წარწერა „Apple Store”. “კომპანია Apple ამას არასდროს არ აკეთებს - მისი მაღაზიების ფასადზე უბრალოდ ვაშლია გამოსახული,“ წერს ბლოგერი.
ამ დროისთვის პოლიცია არკვევს, თუ საიდან მოჰქონდათ გაყალბებულ მაღაზიებში გასაყიდი პროდუქცია - გადამყიდველებისგან თუ Apple-ის გაყალბებული პროდუქციის მწარმოებლებისგან.