კოალიციის სამხედრო ძალებისგან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ავღანელებმა კიდევ ერთ რეგიონში გადაიბარეს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია პანშერში საზეიმო ცერემონია გაიმართა. ავღანეთის ახალგაზრდა ნაციონალურმა არმიამ პროვინციაზე კონტროლი ამერიკელი და ევროპელი სამხედრო ხელმძღვანელებისგან გადაიბარა. ცერემონიას დაესწრნენ ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აბდულ რაჰიმ ვადაქი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები. თუმცა პანშერის პროვინციაში NATO–სა და ამერიკის სამხედრო შენაერთები კიდევ დარჩებიან. როგორც ვადაქმა განმარტა, პასუხისმგებლობები უსაფრთხოებაზე ავღანელებმა მიიღეს, მაგრამ მათ წვრთნასა და აღჭურვას კოალიცია გააგრძელებს. სხვა ქვეყნების ჯარების როლი ავღანეთის უსაფრთხოებაში ქვეყნის არმიის გაძლიერებასთან ერთად თანდათან შემცირდება.
ჯერჯერობით ავღანელებმა იმ პროვინციებში გადაიბარეს პასუხისმგებლობა, სადაც თალიბანი შედარებით ნაკლებ აქტიურობდა. ყველაზე არასტაბილურ რეგიონებში ავღანელებისთვის კონტროლის გადაცემის თარიღები ჯერჯერობით უცნობია. ტრანსფერი საბოლოოდ 2014 წელს უნდა დასრულდეს.